ცაგერში აქტიურ ფაზაშია სპორტული დარბაზის მშენებლობის დასრულების სამუშაოები. პროექტის ღირებულება 349 028 ლარს შეადგენს; შემსრულებელი შპს "TU-KA". დაწყება-დასრულების ვადებია: 16/07/2019-15/10/2019 წწ.
ქ.ცაგერში მიმდინარეობს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა (სასწრაფო დახმარების შენობა) ღირებულებით- 324 869 ლარი; შემსრულებელი შპს "TU-KA"; პროექტის დაწყება -დასრულების ვადებია: 13/06/2019-16/10/2019 წწ.

აგრეთვე, მიმდინარეობს ქ.ცაგერის "საზოადოებრივი ცენტრის" მშენებლობა, ღირებულებით - 758 514 ლარი; პროექტს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს,შემსრულებელი შპს"მტმ". დაწყება -დასრულების ვადებია: 08/-07/2019-22/11/2019 წწ.
ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარე სამუშაოებს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთან და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან, ავთანდილ უგრეხელიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო და აღნიშნა, რომ სამუშაოები ხარისხიანად და დროულად უნდა განხორციელდეს.
ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.