ირაკლი ოქრუაშვილი: „რას იკლავდი თავს იდიოტო ჩემო თავო, თუ ბოლოს მე მატროსოვის ციხეში უნდა ვმჯდარიყავი და ამ უდიპლომო თაღლითებს ქვეყანა ემართათ?“
21-10-2019, 14:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ეკონომიკის მინისტრობიდან რომ გადავდექი, ინგლისში წავედი და ლონდონის ბიზნეს სკოლაში ჩავაბარე... რას იკლავდი თავს იდიოტო ჩემო თავო, თუ ბოლოს მე მატროსოვის ციხეში უნდა ვმჯდარიყავი და ამ უდიპლომო თაღლითებს ქვეყანა ემართათ?“, აცხადებს „გამარჯვებული საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი ოქრუაშვილი.

 


„ივანიშვილის მმართველობის 7 წლის თავზე მოვესწარით:

 


-სექსუალურად მომწიფებულ გენერალურ პროკურორს;

 


-ბოტასების ქურდ გენერალურ პროკურორს;

 


-უდიპლომო ( ყალბი დიპლომის მქონე) გენერალურ პროკურორს

 


ერთადერთი სამიანი უნივერსიტეტში ალიკა რონდელმა დამიწერა. ორი თვე ვდიე, რომ გადამებარებინა.

 


ეკონომიკის მინისტრობიდან რომ გადავდექი, ინგლისში წავედი და ლონდონის ბიზნეს სკოლაში ჩავაბარე. წიგნებით გამოტენილი „რუგზაკით“ დავდიოდი ლექციებზე „ყველაფრის ნამინისტრალი“ ამხელა კაცი პატარა ბავშვებთან ერთად.

 


რას იკლავდი თავს იდიოტო ჩემო თავო? თუ ბოლოს მე მატროსოვის ციხეში უნდა ვმჯდარიყავი და ამ უდიპლომო თაღლითებს ქვეყანა ემართათ?

 


მაგრამ რა მიკვირს? ივანიშვილს მთელი ცხოვრების მანძილზე ერთადერთი წიგნი აქვს წაკითხული - ილფისა და პეტროვის „თორმეტი სკამი“, ისიც იმიტომ, რომ მთავარ გმირ ოსტაპ ბენდერში საკუთარი თავი ამოიცნო“, წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი