საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის (სემეკის) თავმჯდომარედ დავით ნარმანია დაინიშნა.
ნარმანია სემეკს მომდევნო 3 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
სემეკში ჩატარებული არჩევნების შედეგად კომისიამ თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა, ხვალ კი ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცებენ.
ნარმანია 2017 წლიდან სემეკის კომისიის წევრის თანამდებობას იკავებდა და საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მომდევნო სამი წელი სემეკს სწორედ ის უხელმძღვანელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.