პროექტის „ჩვენი ჯარი“ მეოთხე ეტაპი დაიწყო
21-10-2019, 15:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროექტი „ჩვენი ჯარი“ დღეიდან განახლდა. მეოთხე ეტაპის პირველი შეხვედრა თბილისის 75-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. ამჯერად „ჩვენი ჯარი“ საქართველოს მასშტაბით 427 სკოლას მოიცავს და მიზნად საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგზარდა თაობაში ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს.

 

 

პროექტის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები მოსწავლეებს საქართველოს სამხედრო ისტორიის, ჯარისკაცის პროფესიის, საქართველოს თავდაცვის ძალების პრიორიტეტებისა და მიზნების, თანამედროვე გამოწვევების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიან. 

 

 

დღეს 75-ე საჯარო სკოლაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორ შალვა ჯაბახიძე იმყოფებოდნენ. მათ სკოლის მოსწავლეებს პროექტის მნიშვნელობა გააცნეს და ბავშვებს სამხედრო განათლებაზე, კარიერული წინსვლის შესაძლებლობებზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ასევე, საერთაშორისო მისიებსა და მრავალეროვნულ სწავლებებზე ესაუბრნენ. 

 

 

მოსწავლეებს თემატური ვიდეორგოლების ნახვის, სამხედრო მოსამსახურეების პირადი ისტორიების გაცნობისა და საქართველოს ეროვნული გმირების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობაც ჰქონდათ. 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი