ხელისუფლების წარმომადგენლებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრები გამართეს.
სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი, პარლამენტის წევრი გენადი მარგველაშვილი ამჯერად სოფელ გუბისწყლისა და გვიშტიბის, ასევე ქალაქ წყალტუბოს სამ მჭიდროდ დასახლებულ უბანში მცხოვრებ ადგილობრივებს შეხვდნენ და მათი პრიორიტეტები მოისმინეს.
ღია დიალოგის რეჟიმში რამდენიმე პრობლემური საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, სანიაღვრე არხების გაწმენდა, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, ტროტუარების გაკეთება, სკვერის მოწყობა, გარე განათების ქსელის აღდგენა. მოსახლეობის მხრიდან დაისვა სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების საკითხებიც.
როგორც აღინიშნა, მოსახლეობასთან შეხვედრების მთავარი მიზანი სწორედ არსებული პრობლემების გამოვლენა და მათი დროულად მოგვარებაა.
საამთავრობო გუნდის წევრებმა შეკრებილებს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.