ექიმის, დავით დულარიანის ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც დღეს გოცირიძის სადგურზე მატარებელი დაეჯახა, მძიმეა. პაციენტი ღრმა კომაშია და ის აპარატულ სუნთქვაზე იმყოფება.
„პაციენტი, 12 წლის ვაჟი, შემოსულია კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში. ის ამჟამად ღრმა კომაშია, არის მრავლობითი დაზიანებები, კერძოდ ქალაფუძის მოტეხილობა, სახეზე, თავის მიდამოში, ყურის მიდამოში მრავლობითი შემავალი ჭრილობები, იმყოფება აპარატულ სუნთქვაზე, კომიდან გამომდინარე. მისი მდგომარეობა ამჟამად ფასდება მძიმედ“, - განაცხადა ექიმმა.
არასრულწლოვანი იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.