„საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაზე“ ხელმოწერის შემდეგ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ დიდ ბრიტანეთთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.
„მნიშვნელოვანია, დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობა და ის სიკეთეები შენარჩუნდეს, რითაც ევროკავშირთან ურთიერთობისას ვსარგებლობდით. უვიზო რეჟიმი აქამდე არ არსებობდა და თუ ამაზე საუბარს დავიწყებთ, კარგი იქნება. მნიშვნელოვანია, ისეთი რეჟიმი გაფორმდეს, რაც ბრიტანეთთან თავისუფალ ვაჭრობას უზრუნველყოფს. ეს დოკუმენტი ამის საფუძველს უკვე იძლევა და თუ შემდგომში გაფორმდება, დასაზუსტებელია. ჯერ ვერ გავიგეთ, აღნიშნულის თაობაზე წინასწარი შეთანხმება არსებობს, თუ ავტომატურად მოხდება“, განუცხადა გოცირიძემ საქართველოს „პირველ არხს“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანმა, დომინიკ რააბმა ორშაბათს ლონდონში „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას“ მოაწერეს ხელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.