ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის ჯარის ნაწილი სირიაში დარჩება.
მისი თქმით, ჯარისკაცების ნაწილი სირიაში ნავთობის საბადოებს დაიცავს, დანარჩენი ჯარისკაცები კი იორდანიისა და ისრაელის საზღვრებს გააკონტროლებენ.
ტრამპის გადაწყვეტილებას ამერიკული ჯარის გაყვანის შესახებ, რომელიც მან ორი კვირის წინ მიიღო, კრიტიკა მოჰყვა მისი მხარდამჭერებისგანაც.
9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო, თუმცა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის შემდეგ თურქეთმა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში დაწყებულ სამხედრო ოპერაცია შეწყვიტა.
BBC
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.