საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა
22-10-2019, 15:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


მაროკოს ქალაქ მარაკეშში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და როგორც ვაჟთა და გოგონათა, ასევე საერთო გუნდურ ჩათვლაში იაპონიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

 


გუნდურ შეჯიბრებაში ჩვენი გუნდი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტებმა გერმანია 4:1 დაამარცხეს.

 


მსოფლიო პირველობის ტრიუმფატორებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმოდ დახვდნენ. ძიუდოისტებს გამარჯვება გულშემატკივრებთან ერთად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა მიულოცეს.

 


მარაკეშში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ), ვლადიმერ ახალკაცი (-81 კგ) და ლაშა ბექაური (-90 კგ) დაეუფლნენ, ვერცხლის მედალი ილია სულამანიძის (-100 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი ტატო გრიგალაშვილის (-81 კგ) ანგარიშზეა.

 


აღსანიშნავია, რომ ეთერ ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი