„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის, „შინდისის“ ამერიკული პრემიერა 7 და 8 ნოემბერს გაიმართება. ფილმის პრემიერა Asian World Film Festival-ის ფარგლებშია დაგეგმილი.
რამდენიმე დღის წინ „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრის მფლობელი გახდა. ფესტივალზე დიმიტრი ცინცაძე საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა.
ფილმი „შინდისი“ 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულსა და რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულს შორის გამართულ უთანასწორო ბრძოლაზე რეჟისორმა დიტო ცინცაძემ გადაიღო. პროექტის ავტორი და პროდიუსერი რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ მინაშვილია. სოფელ შინდისთან დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის ისტორიაზე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღების იდეა ედმონდ მინაშვილს ეკუთვნის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.