ქუთაის-გაენათის ეპარქიის სასულიერო პირებმა ადგილობრივ მრევლთან ერთად წყალტუბოს ქუჩებში მსვლელობა გამართეს
22-10-2019, 16:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით ქვეყნის მასშტაბით ოჯახების საყოველთაო კურთხევა მიმდინარეობს. დღეს ქუთაის-გაენათის ეპარქიის სასულიერო პირებმა, ადგილობრივ მრევლთან ერთად წყალტუბოს ქუჩებში მსვლელობა გამართეს.

 


მსვლელობას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე, მერის მოადგილეები - ზურაბ მაისურაძე და ალექსანდრე დადუნაშვილი შეუერთდნენ.

 


„კარგია, რომ ჩვენს ქალაქში ასეთი დიდი საღვთო საქმე კეთდება, რწმენა და უფლის წყალობა გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას. მსვლელობის შემდეგ გაიმართება დისკუსია და ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა კითხვები დაუსვან სასულიერო პირებს. სამუსიკო სკოლაში ჩატარდება კონცერტი’’ - განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

 


„ოჯახების კურთხევა არის უდიდესი მადლი, ამასთან ერთად ჩვენ ვხვდებით ახალგაზრდებს, ვარიგებთ ბროშურებს ივერის ღვთისმშობლის ხატისა და აწყურის ხატის ისტორიის შესახებ“ - განაცხადა დეკანოზმა ილია კარკაძემ.

 


ოჯახების კურთხევა უკვე გაიმართა ჭიათურასა და საჩხერეში, წყალტუბო-ქუთაისის შემდეგ სასულიერო პირები გურიის რეგიონში გაემართებიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი