ლეჩხუმში რთველი-2019 მიმდინარეობს. დღეისათვის რეალიზებულია 400 ტონაზე მეტი ,,ცოლიკაური", 12 ტონა ,,ალექსანდროული", 10 ტონა ,,უსახელოური".
რეგიონში შესულია კერძო ფირმები, რომლებიც ეტაპობრივად იბარებენ ყურძენს.
რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით დღეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი ჩატარდა, რომელსაც მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე უძღვებოდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ მერის წარმომადგენლებს თემებში და თითოეული მათგანისგან მოისმინეს ამომწურავი ინფორმაცია დარჩენილი ჩასაბარებელი ყურძნის შესახებ. საერთო ჯამში დარჩენილია 230 ტონამდე "ცოლიკაური" და 140 ტონამდე "ოჯალეში".
თათბირზე განხილულ იქნა სოფელ ტვიშში არსებული მდგომარეობა. "ხვანჭკარა როიალმა" შეპირებული რაოდენობის ნაცვლად გაცილებით მცირე რაოდენობის ყურძენი ჩაიბარა, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. სახელმწიფოს არ აქვს უფლება კერძო ფირმებს აიძულოს ყურძნის მიღება ან დაუშალოს ხარისხის შემოწმება, ისევე როგორც გლეხს ვერ მოსთხოვს არასასურველ ფასად გასცეს თავისი ნაშრომი.
სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის, სამხარეო ხელმძღვანელები მაქსიმალურად ცდილობენ არ დაზარალდეს მევენახე. ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების ინფორმაციით რამდენიმე დღეში, კერძო ფირმების გასვლის შემდეგ, შემოვა სახელმწიფო საწარმო "აკურა", რომელიც უკანასკნელ კილოგრამამდე ჩაიბარებს ყურძენს ნებისმიერ ამინდში. მანქანები დადგება რამდენიმე ლოკაციაზე. სახელმწიფო თავად გაუწევს რეალიზებას დარჩენილ ყურძენს.
რაც შეეხება ტვიშს, სადაც 55 ტონიდან დარჩენილია 15 ტონა "ცოლიკაური", ხვალიდან შევა კერძო ფირმა, რომელიც გარკვეული რაოდენობის ყურძენს წაიღებს, დარჩენილზე კი სახელმწიფო იზრუნებს.
ღვინის სააგენტოს წარმომადგენელმა დააანონსა, რომ მომავალი წლიდან ტვიშის მიკროზონის ყურძენზე მოთხოვნა გაცილებით გაიზრდება და პრობლემა აღმოიფხვრება.
გიორგი მახათაძემ ისაუბრა მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში კონტროლის გაძლიერების შესახებ, ფალსიფიკაციის თავიდან ასაცილებლად.
თათბირს ესწრებოდნენ და განხილვებში მონაწილეობდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა, ცაგერის პოლიციის უფროსი ბუხუტი ნიკურაძე, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ცაგერის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენელი ბონდო ხეცურიანი, ტვიშის მაჟორიტარი დეპუტატი თინათინ ნემსიწვერიძე.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.