მე მქონდა ინფორმაცია, წინასწარ ვიცოდი, რომ დაიკითხებოდნენ სუს-ის ყოფილი უფროსი, მისი მოადგილე იოსებ გოგაშვილი და ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე, - განაცხადა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.
მისი თქმით, იოსებ გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე სწორედ ის ადამიანები არიან, ვინც მაჩალიკაშვილების ოჯახში ტერაქტი განახორციელეს.
„იოსებ გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე ის ადამიანები არიან, რომლებმაც ეს სასტიკი დანაშაული ჩაიდინეს პანკისის ხეობაში, მაჩალიკაშვილების ოჯახში. ეს ყველაფერი უკვე ფაქტებით არის ცნობილი, მათ ჩაიდინეს ოჯახში ტერაქტი. ბევრი ადამიანია დასაკითხი, არა მარტო მაღალი რანგის ჩინოვნიკები. დღეს მე და მთელი ქვეყანა ვფიქრობთ, რომ ყველა პროკურორი დასაკითხია, ყველა მოსამართლე, თუნდაც პარლამენტი, მთელი სახელმწიფო დასაკითხია და მთელმა სახელმწიფომ უნდა გასცეს ამ დანაშაულზე პასუხი, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ჩნდება კითხვა - რატომ კითხავენ აღნიშნულ ჩინოვნიკებს წელიწადისა და ათი თვის შემდეგ. მისივე თქმით, ის ხელისუფლებისგან არაფერს ელის.
„აქ თავისთავად იბადება კითხვა რატომ გახდა საჭირო დაკითხულიყვნენ ეს პიროვნებები წელიწადის და ათი თვის შემდეგ, რატომ არ დაკითხეს მე-2 თუ მე-3 დღეს, რატომ არა 3 თვის მერე, რატომ 6 თვის მერე არა. სტრასბურგმა დაიწყო ამ საქმის განხილვა, მისცეს 12-კვირიანი ვადა იმისთვის, რომ გაეცათ პასუხები, მიიჩნიეს ალბათ საჭიროდ, რომ წამოიწყოს მეორე სერია ამ ტყუილებისა და სიბინძურის. ესენი რატომ არ იძახიან, რომ დამნაშავეები არიან და დანაშაული ჩაიდინეს, როცა მეუბნებიან - დიახ, არ იყო თემირლანი ჩატაევთან დაკავშირებული, არ იყო თემირლანი დამნაშავეო, მაგრამ მეორე დღეს გამოდიან და ისევ აკეთებენ განცხადებას, რომ თემირლანი დამნაშავე იყო და დაკავშირებული იყო ჩატაევთან. ამ ხელისუფლებისგან მე არაფერს ველოდები - სიმართლეს იტყვიან თუ ვინმეს დასჯიან. ჩემთვის მთავარია ხალხი, საზოგადოება საქართველოში რას იტყვის, მე მათ ვუსმენ“ , - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.