იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე და მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, პროგრამა ,,ღია შეხვედრები“-ს ფარგლებში მოსახლეობას შეხვდნენ და მათგან პრიორიტეტები მოისმინეს.
ვანის მერიის ცნობით, სამთავრობო გუნდის წევრებმა ქალაქ ვანის, სოფელ ციხესულორის, ზედა ვანის და გადიდის მოსახლეობისგან, პირველ ეტაპზე მოსაგვარებელი საკითხების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. მათ ძირითადად შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, საფეხმავლო ხიდების მოწყობა, სასმელი წყლის მიწოდება და ტყეკაფის ჭრასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება მოითხოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.