ბერა ივანიშვილი Facebook-ზე ინგლისურენოვან ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ ბრაზილიაში ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონ დოლარს გაიღებს.
"ბოლო ერთი თვეა ამაზონი იწვის. ხანზარი ანადგურებს ჩვენს ფილტვებს და გავლენას ახდენს ჩვენს სიცოცხლესა და ჩვენი ბავშვების მომავალზე. აქედან გამომდინარე, მოქმედების დროა. დღეს მსურს, დავეხმარო ჩემს ბრაზილიელ მეგობრებს, ვინც ჩვენსა და ამ კატასტროფას შორის დგანან. იმის მიუხედავად, რომ ათასობით კილომეტრის მოშორებით ვცხოვრობ, ჩემმა ბრაზილიელმა ფანებმა ისეთი მიმიღეს, როგორიც ვარ, მეპყრობოდნენ უზომო პატივისცემით, როგორც ოჯახის წევრს. მსგავსი სიყვარულის სულისკვეთებით, მსურს შეძლებისდაგვარად დავეხმარო მათ. ფრთხილი განსჯის შემდეგ, ვიპოვე ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია ვითარების შეცვლა და რომელსაც შემიძლია ვენდო. მას ჰქვია ISA. გადავწყვიტე, მათ გადავურიცხო 1.1 მილიონი დოლარი - თანხა, რაც მე საკუთარი შრომით გამოვიმუშავე და ასევე, ჩემი ოჯახის წვლილიც არის. მოგიწოდებთ ყველას, მიიღოთ მონაწილეობა და იმოქმედოთ", აცხადებს ბერა ივანიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.