პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, ქ. გარდაბნის კულტურის სახლში, ქვემო ქართლის მასშტაბით 286 წარჩინებული მოსწავლე, მათ შორის 59 გარდაბნელი დაჯილდოვდა. ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.
პერსონალური კომპიუტერები წარჩინებულ მოზარდებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, მერის მოადგილეებმა - რევაზ ეგაძემ და დუნიამალ გაჯიევმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რაფი ორუჯოვმა გადასცეს.
პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად საჯარო სკოლის მოსწავლეები განისაზღვრნენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი ნიშანია 10 ქულა. პროეტის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.