ოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრობას არ დათანხმდება. ამის შესახებ მან ტელეარხ „112-უკრაინას“ ეთერში განაცხადა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ თუ ამ თანამდებობას შესთავაზებენ, ის მის დაკავებაზე უარს იტყვის, ვინაიდან „უკრაინაში ისედაც არის ბევრი კარგი კადრი“.
ამასთანავე, გუბერნატორი ქვეყანაში მთელი პოლიტიკური სისტემის ცვლილების მომხრეა.
როგორც რამდენიმე დღის წინათ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა, მინისტრთა კაბინეტში სერიოზული ცვლილებები მოხდება. თავად იაცენიუკი კი პოსტს, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე შეინარჩუნებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.