საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა და მისი მოადგილე ნათია ღვინაშვილი, ათეა-ს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ვიზიტად რიგაში იმყოფებიან. ინფორმაციას საზოგადოებრივი მოძრაობა N4ED Georgia ავრცელებს.
ვიზიტი პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში დაიგეგმა. ქართულ მხარეს, პროექტში ათეას პარტნიორი ორგანიზაცია - ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული მმართველობების ასოციაცია (LALRG) მასპინძლობს.
სასწავლო ტური, რომელიც 21-25 ოქტომბერს იმართება, მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების დაგეგმვის, საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების მუშაობის, ურბანული მმართველობის სფეროებში ინოვაციებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას.
დელეგაციაში საქართველოს მუნიციპალიტეტებს ქუთაისის, თელავის, ცაგერის, ლანჩხუთის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ქობულეთის, ლაგოდეხის და ახალქალაქის თვითმმართველობების პირველი პირები წარმოადგენენ. მათ უკვე უმასპინძლეს ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული მმართველობების ასოციაციაში (LALRG).
საქართველოს წარმომადგენლები ლატვიის პარლამენტის (სეიმი) წევრებს შეხვდნენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გაეცნენ. სხვა თემებთან ერთად, საუბარი შეეხო ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის პრინციპებს, ასევე მიგრაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებში განხორციელებულ რეფორმებს.
ვიზიტის ფარგლებში, ქართული მხარე რიგის ქალაქის განვითარების დეპარტამენტისა და ქვეყნის რამდენიმე მუნიციპალიტეტის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე ლატვიაში საქართველოს ელჩთან გამართავს შეხვედრებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.