ირაკლი ღარიბაშვილი: „აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული საქართველოს მხარდამჭერი აქტი აშშ-საქართველოს მყარი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია“
23-10-2019, 14:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სტრატეგიულ მიზანს. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის მიმართულებით 5-წლიანი სტრატეგიის შემუშავებას ავალებს. რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და აშშ-სთან თავდაცვის კუთხით არსებულ თანამშრომლობას, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

მან აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მისი აშშ-ში ვიზიტი იგეგმება, სადაც უწყებებს შორის თავდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება განახლდება.

 

 

"როგორც თქვენთვის ცნობილია, უახლოეს მომავალში იგეგმება ჩემი ვიზიტი აშშ-ში, სადაც ხელი მოეწერება და განახლდება ჩვენს უწყებებს შორის თავდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება, რაც საშუალებას მოგვცემს კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები გადავდგათ თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტებით განვითარების და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით" , - აღნიშნა მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი