შალვა ნათელაშვილი: „გუშინ ივანიშვილების ოჯახმა, ამაზონზე დამწვარი ჯუნგლების აღსადგენად მილიონები გადარიცხა, მაშინ როცა ივანიშვილმა საქართველოში, ანგარებით, მილიარდების საშოვნელად, იმაზე მეტი ხე გაჩეხა, ვიდრე ბრაზილიასა და ციმბირში ერთად დაიწვა“
23-10-2019, 14:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოლიგარქი კვლავ აგრძელებს მთელი სამყაროს გაოცებას, - შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ ამაზონის დამწვარი ჯუნგლების აღსადგენად თანხის გადარიცხვის ფაქტს ეხმიანება.

 

 

„გუშინ ივანიშვილების ოჯახმა, ამაზონზე დამწვარი ჯუნგლების აღსადგენად მილიონები გადარიცხა. ეს მაშინ, როდესაც ივანიშვილმა საქართველოში, ანგარებით, მილიარდების საშოვნელად, იმაზე მეტი ხე გაჩეხა, ვიდრე ბრაზილიასა და ციმბირში ერთად დაიწვა, ხოლო საქართველოს დამწვარი ტყეების სალიკვიდაციოდ, ბორჯომ-ხარაგაულიდან დაწყებული, აბასთუმნით გაგრძელებული, ყვარლით დაგვირგვინებული, ბიძინა ივანიშვილს არ გაუღია ერთი თეთრიც.

 

 

როგორც კი მოხდება ხელისუფლების შეცვლა და ეს მალე მოხდება, ჩვენ ჩამოვიყვანთ გაეროს საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებიც შეაფასებენ ივანიშვილის მიერ საქართველოსთვის მიყენებულ ეკოციდურ ზარალს საქართველოზე და მთელ ამ ხარჯებს ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ჯიბიდან აანაზღაურებს. ალბათ ყველას გახსოვთ საყდრისში, ჩვენს მიერ აღმოჩენილი ოქროს მაძიებელი ივანიშვილის მიერ გაკაფული მილიონობით ხე _ უძვირფასესი მუხები და ამ ამბით რომ მსოფლიო არ შეგვეყარა დამერწმუნეთ ალგეთში, ქვემო ქართლში ტყის ნაცვლად ისეთივე თხრილები იქნებოდა, როგორიც საყდრისის ადგილას დატოვა. გაიხსენეთ ივანიშვილის კომპანია ,,ატუს“ მიერ რაჭაში შაორის გარშემო, სრულიად განადგურებული უძვირფასესი წაბლის კორომები, რომლის ჭრაზეც განკარგულება გასცა მაშინდელმა უსახო პრემიერმა და დღევანდელმა თავდაცვის მინისტრმა ღარიბაშვილმა.

 

 

მოტივირება იყო საოცარი _ სოციალური საჭიროებისთვის გაიკაფოს წაბლის ხეებიო და ამ დროს ასეულობით მილიონი გაკეთდა აღნიშნული უძვირფასესი მერქნის ექსპორტით, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი, ისევე როგორც ალგეთში მის მიერ განადგურებული მუხები. კარგად გვახსოვს გადამწვარი უნიკალური ტყეები წაღვერში, ბორჯომში, აბასთუმანში, რომლის აღდგენაში ერთი თეთრი არ ჩაუდია ბიძინა ივანიშვილს. მეტიც, ქალაქის მერმა კალაძემ, რომელსაც ხალხმა კრახი კალაძე შეარქვა, თავისი მეგობარი ყოფილი ფეხბურთელები ჩამოიყვანა წინასაარჩევნოდ, ,,დინამოს“ სტადიონზე ათამაშა, შემოსული თანხა უნდა გადასულიყო წაღვერის ტყეთა აღდგენის ფონდში. აღგენით არაფერი აღდგენილა, მაგრამ სამი დღის შემდეგ ის ფეხბურთლები თამაშობდნენ გროზნოში პუტინის დაბადების დღის საპატივსაცემოდ კადიროვის მიერ გამართულ მატჩზე. ასეთი ყაჩაღების ხელში ვართ და მათ სულ მალე, ხელბორკილები უნდა დავადოთ“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 2
#2   Торнике Алашвили
      
ციტატა: მე
ესპანეტში ერთმა ხე მოჭრა რომლიც მის სახლს ეცემოდა რომ არაფერი მოსვლოდატ და ამ კაცს ნახევარ მილიონს ახდევინებენ წლებია ბოლომდე სანამ სრულიად არ დაფარავს 500 000 ევროს! საკუტარი ბიზნესი ქონდა და ბოლომდე გაყიდა ყველაფეrი ამ ფულის დასაფარად, ის რას ეყოფოდა და მთელი ცხოვრება უნდ აუხადოს სახელწიფოს ზარალი! აქ კი გამკიტხავი არავინაა სულ დაჭრეს ხეები, ვისაც უნდა , აი ესეთ უპატრონო ქვეყანაში ვართ :(

ნათელა გიპატრონებთ.
ჯაბასი არ იყვეს - ვის მივყეთო აბაო და ტროლეიბუსს მიყევითო.
აუცილებლად სხვამ უნდა გიპატრონოთ ან გაეკიდოთ ვინმეს? იქნებ ჩვენ ვართ პატრონები და ეს უნდა გავითავისოდ? დოყლაპია რომ სისულელეს წერს. ამას მეორე სისულელე გაანეიტრალებს?
24 ოქტომბერი 2019 09:25
#1   მე
      
ესპანეტში ერთმა ხე მოჭრა რომლიც მის სახლს ეცემოდა რომ არაფერი მოსვლოდატ და ამ კაცს ნახევარ მილიონს ახდევინებენ წლებია ბოლომდე სანამ სრულიად არ დაფარავს 500 000 ევროს! საკუტარი ბიზნესი ქონდა და ბოლომდე გაყიდა ყველაფეrი ამ ფულის დასაფარად, ის რას ეყოფოდა და მთელი ცხოვრება უნდ აუხადოს სახელწიფოს ზარალი! აქ კი გამკიტხავი არავინაა სულ დაჭრეს ხეები, ვისაც უნდა , აი ესეთ უპატრონო ქვეყანაში ვართ :(
23 ოქტომბერი 2019 13:19
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი