დუშეთის მუნიციპალიტეტს ოფიციალურ ვიზიტად ლიეტუვის, კერძოდ დუშეთთან დამეგობრებული პრიენაის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ეწვია.
დუშეთის მერიის პრესსამსახურის ცნობით, პრიენაის მუნიციპალიტეტის მერმა ალვიდას ვაიცეკაუსკასმა, მერის მრჩეველმა აგნე დარგუჯენემ, მუნიციპალური საბჭოს წევრებმა გინტაუტას ბარტულისმა და დევიდას დარგუზისმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ინაშვილთან ერთად მოინახულეს ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილები, ხოლო ოფიციალურ შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები კულტურის, ტურიზმის და საგანმანათლებლო მიმართულებით ლიეტუვასა და საქართველოს შორის.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.