ემზარ საბანაძემ მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით უნდა წყდებოდეს სოფლების პრობლემური საკითხები
23-10-2019, 17:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, შუქურა ჯაფარიძესთან და მოადგილეებთან ერთად მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.

 


შეხვედრის დასაწყისში მერმა თამთა ტეფნაძეს მიულოცა ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა.

 


ემზარ საბანაძემ მერის წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობაზე, ზამთრის სეზონისათვის მზადებასა და ყოფით პრობლემებზე.

 


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თითოეულ სოფელში სამომავლოდ დაგეგმილ პრიორიტეტულ საკითხებს, რომელთა შერჩევაშიც, მერის თქმით, უმნიშვნელოვანესია თითეული მოქალაქის ჩართვა, იქნება ეს მოზამთრე თუ სეზონურად მოსახლე მოქალაქე.

 


ემზარ საბანაძის განცხადებით, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრება პრაქტიკა, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი თანხები იყოფოდა უამრავ ნაწილად და საბოლოო ჯამში, თანხის სიმცირის გამო, კვლავ გადაუჭრელი რჩებოდა ესა თუ ის პრობლემა, მომავალში, გამოყოფილი თანხები აქტუალურობის და მასშტაბების მიხედვით მოხმარდება კონკრეტულ პრიორიტეტულ, პრობლემურ საკითხს რითაც თანხების ხარჯვა იქნება მრავალწლიან შედეგზე ორიენტირებული.

 


მერმა გასცა დავალებები ისეთი საკითხების მოსაგვარებლად, რომელიც სოფლებისთვის ზამთრის დადგომამდე სასიცოცხლოდ აუცილებელია და დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.

 


ემზარ საბანაძემ კვლავ გაამახვილა ყურადღება წარმომადგენლების საქმიანობის მნიშვნელობაზე. მერის განცხადებით წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით უნდა წყდებოდეს ნებისმიერი პრობლემური საკითხი სოფლის მოსახლეობასთან, იქნება ეს ურთიერთკომუნიკაციასთან თუ სხვა აქტუალურ თემებთან დაკავშირებული. ამასთანავე მერის მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება თითოეულ წარმომადგენელს ნებისმიერი პრობლემის მოგვარების პროცესში და მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ჩაჯდება კანონის ფარგლებში და არა კონკრეტული გვარის ან პიროვნების სასარგებლოდ.

 


შეხვედრას ესწრებოდა ონის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი ტარიელ ლობჯანიძე, რომელმაც წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია მესაქონლეობაში, კერძოდ რძის პროდუქტების წარმოებასთან დაკავშირებით დაგეგმილ ახალ რეგულაციებსა და სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილ წამახალისებელ პროექტებზე.

 


თათბირს ესწრებოდა შ.პ.ს ონის კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძე, მერიის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ გრძელიშვილი.

 

 

ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი