ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ბულიწყუში სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობა მიმდინარეობს.
სოფელ ბულიწყუში ნაპირდამცავი გაბიონის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის უფროსთან, ზაზა ბუკიასთან ერთად გაეცნენ.
პროექტის ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 114880 ლარს შეადგენს. სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. ინფრასტრუქტურული პროექტი ხობის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის პრევენციისთვის გამოყოფილი თანხიდან დაფინანსდა.
ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს მთავრობამ სტიქიის პრევენციისა და დაზიანებული ობიექტების აღდგენა-მშენებლობისთვის 2100000 ლარი გამოუყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.