„დღეს კიდევ ერთი წერილი მივიღე, რომელშიც მთხოვენ დავეხმარო საქართველოს დატოვებასა და ოჯახით უცხოეთში გადახვეწაში, ვინაობას ვერ დავასახელებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ კაცმა მთელი ცხოვრება თავის ქვეყანას შეალია და არაერთი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი გამოზარდა“, აცხადებს „ფეისბუქის“ მეშვეობით მსოფლიო ბანი, პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე და სოციალური ქსელის მომხმარებლისგან რჩევას ელოდება, როგორ მოიქცეს.
„არ ვიცი რა ვქნა მეგობრებო, მირჩიეთ... თითქმის ყოველდღე ვიღებ წერილს უკიდურესად გაჭირვებული ადამიანებისგან, ზოგი პიდაპირი გაგებით პურის ფულს ითხოვს, ზოგს წამლის ფული უჭირს, ზოგსაც შვილისთვის განათლების მიცემის შესაძლებლობა არ გააჩნია. ვიდრე ეს მავნებელი ხელისუფლება ივანიშვილის თაოსნობით ფონდ „იავნანას“ დაარბევდა ვახერხებდით დახმარებას. ახლაც ვცდილობთ, მაგრამ ნაკლები შესაძელბლობა გვაქვს.
„ძალიან მძიმე სოციალური ფონია ჩვენს გარშემო, დღეს კიდევ ერთი წერილი მივიღე, რომელშიც მთხოვენ დავეხმარო საქართველოს დატოვებასა და ოჯახით უცხოეთში გადახვეწაში, ვინაობას ვერ დავასახელებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ კაცმა მთელი ცხოვრება თავის ქვეყანას შეალია და არაერთი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი გამოზარდა. დღეს საკუთარ ქვეყანაში დამცირებულია, აღარ დაედგომება და უცხოეთში საცხოვრებლად და სამუშაოდ წასვლაში ითხოვს დახმარებას. სამწუხარო ის არის, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა, როცა საზღვარგარეთ გადახვეწაში დახმარებას მთხოვენ.
„მითხარით ბატონებო, დავეხმარო? მართლა გული მიკვდება, ასეთი ხალხი თუ წავიდა ქვეყნიდან, თუკი საქართველო დაიცალა ქართველებისგან, ვინ დარჩება აქ? მირჩიეთ რა ვქნა?", წერს პაატა ბურჭულაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.