„ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების - მუხროვანის, ახალსოფლისა და საცხენესის მცხოვრებლებს შეხვდნენ.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომრე ტარიელ ჯანხოთელი, პარლამენტის დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი და საკანონმდებლო ორგანოს სხვა წარმომადგენლები მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდნენ.

გარდაბნის მერიის ცნობით, აღნიშნულ სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, გარე განათების მონტაჟი, საჯარო სკოლებისა და ამბულატორიების მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, სოფელ საცხენესში კი მოსახლეობა მოკლე დროში, სასმელ წყალს 24-საათიან რეჟიმში მიიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.