ირაკლი ჩიქოვანი - ორპარტიული მხარდამჭერი აქტი მიუთითებს, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები დღეს უმაღლეს დონეზეა
23-10-2019, 19:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ორპარტიული აქტი კიდევ უფრო მეტად ამყარებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობას, თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და კიბერუსაფრთხოების დარგში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის მიღებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

 

ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, ეს არის პირველი მსგავსი აქტი, რომელიც მხოლოდ საქართველოს შეეხება.

 

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატას ამ გადაწყვეტილების გამო და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდეს. ეს აქტი პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ურთიერთობები დღეს არის უმაღლეს დონეზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

 

 

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, დოკუმენტში პირდაპირ არის მითითებული, რომ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია უკანონოა და ყველამ უნდა შეასრულოს მშვიდობის აღდგენასთან დაკავშირებით თავის დროზე მიღწეული შეთანხმება.

 

 

„მნიშვნელოვანია, რომ ამ აქტით ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობს ადამიანის უფლებების დარღვევაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მოხვდება სანქციების ქვეშ და ამერიკის შეერთებული შტატები ამას გაითვალისწინებს. ასევე არის მნიშვნელოვანი მიმართვა ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელთან, რომ მან დააჩქაროს საქართველოსთან მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

 

 

აქტში ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს მოლაპარაკებები არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და საშუალებას მისცემს როგორც საქართველოს ეკონომიკას განვითარდეს, ასევე ამერიკულ კომპანიებს, ჰქონდეთ წვდომა კიდევ უფრო დიდ ბაზრებთან, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

 

 

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, კანონში გაჟღერებულია ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი.

 

 

„ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეს აქტი იყოს მიღებული სენატში. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ აქტს მოწინააღმდეგე არ ჰყავს - ის სარგებლობს, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიის სრული მხარდაჭერით. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოხატავს მადლიერებას ამერიკის წარმომადგენელთა პალატის მიმართ ამ აქტის მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი