ქალაქ ოდესის პოლიციის უფროსი ქრთამის სახით 20 ათასი დოლარის აღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოდესის პოლიცია ორგანიზებული კრიმინალური სინდიკატს წარმოადგენდა, ამიტომაც საჭიროა მისი სრულიად ახალი კადრებით დაკომპლექტება.
"ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში, არსენ ავაკოვთან ერთად ჩვენ ვქმნით სპეციალურ განყოფილებას, რომელიც კორუფციის საკითხზე იმუშავებს. მანამდე კი ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დამნაშავეების დაკავება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ოდესის ოლქის პოლიციის უფროსი, გია ლორთქიფანიძეც ესწრებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.