ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, საკრებულოს წევრები, მერის მოადგილე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი და სხვა თანამდებობის პირები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სახალხო აპარატი ქვეყანაში, მათ შორის ახალქალაქში, ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას სწავლობს და აგრეთვე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს.
შეხვედრაზე სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა უმცირესობის ინტეგრაციის პროცესსა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.