რუსეთმა ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი ესპანეთს გადასცა. ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე, ირინა ვოლკზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალოვანი უწყების წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება, ონიანი შერემეტევოს საერთაშორისო აეროპორტში მიიყვანეს და ესპანელ სამართალამცველებს გადასცეს. ესპანეთში ექსტრადირების პროცესს აქამდე ტარიელ ონიანის რუსეთის მოქალაქეობა აფერხებდა, თუმცა რუსული მედიის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მან რუსეთის მოქალაქეობა უკანონო გზით მიიღო, რის გამოც ის მას ჩამოერთვა. ტარიელ ონიანის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ყოფნა არასასურველად ცნეს.
ტარიელ ონიანი რუსეთში 2009 წელს დააკავეს. გამოსასყიდის მიღების მიზნით რუსი ბიზნესმენის გატაცების ბრალდებით კრიმინალურ ავტორიტეტს 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მიმდინარე წლის აპრილში ტარიელ ონიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ დააკავეს როგორც მოქალაქეობის არმქონე პირი, მასზე გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის საფუძველზე. ესპანეთში მას ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.