მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის ჩატარების მიზნით, 2019 წლის 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით 12 სკოლაში დამატებითი არდადეგები გამოცხადდება, ხოლო გაცდენილი სასწავლო დღეები სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით, კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, იმ სკოლებში, სადაც სწავლა ორ სხვადასხვა კორპუსში მიმდინარეობს, დაწყებითი საფეხურის ჯგუფებისთვის სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება.
სკოლებში, სადაც გამოცდები ჩატარდება, ადმინისტრაციის მიერ უკვე ინფორმირებულნი არიან როგორც მოსწავლეთა მშობლები, ასევე მასწავლებლები.
სკოლა და კლასები, რომლებშიც შეჩერდება სასწავლო პროცესი:
სსიპ ქალაქ თბილისის N147 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა Vვ კლასი და VI- XII კლასები (რუსთაველის ქ. N127) 26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლა V-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ქალაქ ახალციხის N1 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ქალაქ თელავის N8 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019
უწყების ცნობით, 2019 წლის ნოემბერში დაგეგმილია მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის/ტესტირების ჩატარება. სწორედ ამ მიზნით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს მასშტაბით, განსაზღვრულია 12 საჯარო სკოლა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება წინამოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება და ასევე, გამოცდის/ტესტირების შეუფერხებლად ჩატარება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.