ზაურ ნაჭყებია: „გეშინოდეთ, „ტექნიკური ხარვეზის“! საქართველოს ბანკი • Bank of Georgia - ბანკი მევახშე და ფულის გამომძალველი რომ არის, აქამდეც ვიცოდი, მაგრამ, გადამგდებიც თუ იყო, არ მეგონა“
24-10-2019, 10:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკვე მერამდენე დღეა „საქართველოს ბანკისგან“ საჩუქარს ველოდები! - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ზაურ ნაჭყებია და ამატებს, რომ არ ხუმრობს, რადგან ბანკი შეჰპირდა, რომ სიურპრიზს გაუკეთებს.

 

 

„უკვე მერამდენე დღეა „საქართველოს ბანკისგან“ საჩუქარს ველოდები!

 

 

არ ვხუმრობ-შემპირდნენ, რომ ბანკისგან სიურპრიზი იქნება, მაგრამ, არ დაუკონკრეტებიათ, რა სიურპრიზს მიმზადებენ!!!

 


მართალი გითხრათ, დავიჯერე და არც დავიჯერე:

 

 

დავიჯერე იმიტომ, რომ რაღაც სერიოზული ინციდენტი მქონდა ბანკთან-მე ჩემს სიმართლეს ვაწვებოდი და გონივრულ ეჭვსაც გამოთქვამდი მათი მხრიდან გარკვეული „მახინაციების“გამო. ისინი კი თავის მართლების რეჟიმში იყვნენ და ყველაფერი „ტექნიკურ ხარვეზს“ დააბრალეს.

არადა, ჩემს ეჭვს ჰქონდა რეალური საფუძველი:

 

 

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

 

 

ამ რამდენიმე დღის წინ რუსთაველის მეტროს ფოიეში დამონტაჟებული „საქართველოს ბანკის“ ბანკომატიდან პირადი ანგარიშიდან თანხის გამოტანა დავაპირე. პინ კოდი სწორად ჩავწერე და ის-ის იყო, ვაპირებდი მივყოლოდი ინსტრუქციას, ბანკომატმა ბარათი უკან ამომიგდო და ერთ წამში ამონაწერიც მოაყოლა. ქვითრის ზედა ნაწილზე გარკვევით ეწერა სიტყვა „უარყოფა“, მაგრამ, არ იყო დაკონკრეტებული, რატომ არ მაძლევდა ბანკი საკუთარ ფულს. ვსინჯე რამდენიმეჯერ, ისევ იგივე განმეორდა.

 

 

დახმარებისთვის იქვე გვერდით მდგომ „საქართველოს ბანკის“ ახალგაზრდა კონსულტანტს მივმართე, თუმცა, ამაოდ-ბანკომატი არც ბანკის თანამშრომელს დაემორჩილა. ბოლოს მირჩია მოლარე-ოპერატორთან გადამემოწმებინა, რატომ არ მაძლევდა ბანკომატი, ანგარიშზე არსებული თანხის გამოტანის უფლებას.

 

 

მოლარე-ოპერატორმა ბანკის სერვის-მენეჯერთან გადამისამართა, რომელმაც მაუწყა, რომ ანგარიშზე მაქვს n-რაოდენობის თანხა, რომელიც არ ემთხვეოდა რეალურად არსებულს (ვიცოდი, რამდენიც უნდა ყოფილიყო), როცა პრეტენზია გამოვთქვი, მითხრა, რომ n რაოდენობის თანხა დაბლოკილია, რადგან, იყო „გატანის მცდელობა“. როცა დაკონკრეტება მოვითხოვე, თუ ვისგან შეიძლება ყოფილიყო ანგარიშიდან თანხის „გატანის მცდელობა“, ცოტა არ იყოს, სახე აელეწა და ყველაფერი „ტექნიკურ ხარვეზს“ დააბრალა. თან მომცა „საქართველოს ბანკის“ შესაბამისი სამსახურის ნომერი. ბევრი წვალების შემდეგ ახალგაზრდა ქალბატონმაც იგივე გამიმეორა, ოღონდ, თანხის დაბლოკვა ხან ტექნიკური ხარვეზით ახსნა, ხანაც „თანხის გატანის მცდელობას“ დააბრალა.

 

 

ცხადია, ამ პასუხმა არ დამაკმაყოფილა და რეალობის დასადგენად ისევ ბანკის სერვის-მენეჯერს ვთხოვე დახმარება. მან დარჩენილი თანხის გამოტანაში დახმარება აღმითქვა (არადა, მე არ მიშვებდა ბანკომატი), თან დამაიმედა, საღამომდე შესაძლებელი იქნებოდა დაბლოკილი თანხის დაბრუნებაც.მისი წყალობით მოვხსენი, რისი გამოტანაც შესაძლებელი იყო!

 

 

მართლაც, რამდენიმე საათში ჩვეულებრივად შევედი საკუთარ ანგარიშზე და ჰოი საოცრებავ-ისევ იგივე თანხა დამხვდა, რაც სინამდვილეში მქონდა. არადა, გარკვეული რაოდენობა ხომ რამდენიმე საათით ადრე მქონდა გამოტანილი?!

 

 

ჩავატარე ექსპერიმენტი: გამოვიტანე რამდენიმე ლარით მეტი და დაველოდე ბანკის რეაქციას. მეორე დილით უკვე რობოტმა გამაფრთხილა, რომ მქონდა ლიმიტს ზემოთ გადახარჯვა და თანხა საჩქაროდ უნდა დამებრუნებინა. როცა ბანკის მოთხოვნა ოპერატიულად არ შევასრულე, უკვე სხვა სამსახურები ჩაერთვნენ.

 

 

თავიდანვე ვუთხარი, მე თანხას რა თქმა უნდა, დავაბრუნებდი, მაგრამ, მაინტერესებდა, რატომ გაქრა ჩემი პირადი ანგარიშიდან ფული და ვითხოვდი აეხნათ, რას ნიშნავდა „ტექნიკური ხარვეზი“ - როგორ შეიძლებოდა გამქრალიყო თანხა ჩემს გარეშე, მითუმეტეს, რატომ არ მქონდა მე წვდომა საკუთარ ანგარიშზე.

 

 

ძალიან დელიკატურად ეცადა ქალბატონი მატილდა დავერწმუნებინე „ტექნიკური ხარვეზის“ ბრალეულობაში, მაგრამ, მაინც ვერ მოახერხა.

 

 

როგორც გავიკითხე, ასეთი „ტექნიკური ხარვეზები“ ძალიან ხშირი ყოფილა. „ავი ენები“ იმასაც ამბობენ, რომ ანალოგიური იაღლიშები სხვა მიზანს ემსახურება - ბარათის მფლობელებმა დააზღვიონ საკუთარი ანგარიშები, რომ, მავანმა და მავანმა სხვის ანგარიშზე ძრომიალი არ შეძლოს.

 

 

არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ, საკუთარი გამოცდილებით დაეჭვების საფუძველი ნამდვილად მაქვს.

 

 

ბანკს ბუნებრივია ფული (მოგება) აინტერესებს და დღეს, საკრედიტო რეგულაციების გამკაცრების პირობებში ბარათების საყოველთაო დაზღვევა ურიგო ლუკმა ნამდვილად არ უნდა იყოს - წარმოიდგინეთ, სხვადასხვა სახის რამდენი ასეულ ათასი საკრედიტო ბარათი ექნება გაცემული მარტო „საქართველოს ბანკს?!“

 

 

მე ბარათის დაზღვევის აუცილებლობაში ვერ დაგარწმუნებთ, მაგრამ, „ტექნიკური ხარვეზების“ მაინც გეშინოდეთ!

 

 

P.S. ბანკი მევახშე და ფულის გამომძალველი რომ არის, აქამდეც ვიცოდი, მაგრამ, გადამგდებიც თუ იყო, არ მეგონა.

 

 

არადა, უკვე რამდენი დღეა ამაოდ ველოდები „საქართველოს ბანკისგან“ შეპირებულ საჩუქარს, თუმცა, რისთვის დამპირდნენ, ეს დღემდე ნამდვილად ვერ გავიგე!!!", წერს ნაჭყებია. 

 

კომენტარები: 1
#1   psc result
      
In order to step in to their next level of education, students need to pass the PSC 2019 exams. As now the exams are over, examinees and their parents are curious about the PSC Results 2019.
28 ოქტომბერი 2019 22:30
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი