ფესტივალზე, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა და წელს მეშვიდედ ჩატარდა, მუნიციპალიტეტის 19 ადმინისტრაციულ ერთეულს იმერული ეზო, იმერული სამზარეულო, სხვადასხვა ჯიშის ვაზისგან დაყენებული ღვინოები ჰქონდა წარმოდგენილი.
დღესასწაული ტრადიციულად დაიწყო ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობისათვის ფინალური შეხვედრით სოფ. რუფოთსა და ძევრს შორის, რომელიც დასრულდა რუფოთის ნაკრების გამარჯვებით ანგარიშით 3:2. შეხვედრაში მონაწილე გუნდებს გადაეცათ ფულადი და სიმბოლური პრიზები.

სკვერში, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის მხატვრული კოლექტივები.
სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ თერჯოლის სამხატვრო სკოლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის მოსწავლეთა და პედაგოგთა ნამუშევრებისა და კერძო კოლექციონერთა გამოფენა.

ღვინის ფესტივალში გამარჯვებულები სპეციალურად შერჩეულმა სომელიეთა ჟიურიმ 6 ნომინაციაში გამოავლინა:
საუკეთესო ციცქა- სოფელი ეწერი, რამაზ წკეპლაძე;
შერეული ღვინო - ქვ.სიმონეთი, ზაზა მესხი;
საუკეთესო წითელი ღვინო- რუფოთი, დიმიტრი ზარნაძე;
საუკეთესო ჭურის ღვინო- სოფელი ნახშირღელე, რამაზი ნიკოლაძე;
საუკეთესო განსხვავებული ჯიშები- საზანო, შპს „საზანოს ღვინო“;
საუკეთესო ცოლიკოური- სიქთარვა, აკაკი რობაქიძე.
გამარჯვებულებს სიგელები და სპეციალურად დაწესებული პრიზები გადაეცათ.

ფესტივალზე, რომელიც ემსახურება თერჯოლელი მევენახის პროდუქტის პოპულარიზაციას, იმყოფებოდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
ინფორმაციას და ფოტომასალას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.