ბათუმში სტუმრად მყოფმა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ კომენტარი გააკეთა
28-08-2015, 10:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბათუმში 3 დღით სტუმრად მყოფმა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარი ბათუმის აეროპორტში, უკრაინაში გამგზავრებამდე გააკეთა.

 


კითხვაზე, როდის ვითარდებოდა საქართველო, როდესაც სააკაშვილი იყო პრეზიდენტი თუ ახლა, იუშჩენკომ განაცხადა, რომ ობიექტური ვერ იქნება.

 

 

"გულწრფელად გეტყვით, მიხეილ სააკაშვილი არის ჩემი მეგობარი და მასზე ყოველთვის კარგს ვილაპარაკებ. თქვენ თქვენი არჩევანი გაქვთ და ეს არჩევანი გააკეთეთ წლების წინ. ეს თქვენი უფლებაა, თქვენი არჩევანია", - აღნიშნა ექსპრეზიდენტმა.

 

 

მისი თქმით, ბათუმში ამჟამინდელ სტუმრობამდე ბოლოს, წლების წინ საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად იყო. "ჩვენ დავდიოდით სანაპიროზე, ვცვლიდით გეგმებს. ვსაუბრობდით როგორ განვითარდებოდა ბათუმი, სად რა ობიექტები, სასტუმროები იქნებოდა.

 

 

დღეს ერთ-ერთი ოჯახური ზეიმის გამო ჩამოვედი. 3 დღე მოვიარე ის ადგილები, სადაც დავდიოდი მიხეილ სააკაშვილთან ერთად. ძალიან მიხარია, რომ ამდენი რამე გაკეთდა ამ ქალაქში. ეს უკვე სულ სხვა ქალაქია, ნამდვილად ევროპული, ლამაზი ქალაქია. ეს კარგი მაგალითია, როგორი უნდა იყოს საქართველოს და უკრაინის სხვა ქალაქები", - განაცხადა იუშჩენკომ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი