ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი, საკრებულოს წევრები, მერის მოადგილე, კულტურის სამსახურის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორები და მასწავლებლები, მოსწავლეები და საზოგადოების სხვა წევრები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიების, „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში თბილისიდან მიწვეულ სტუმრებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში შეხვდნენ, სადაც საქართველოში მოღვაწე სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ოვანეს თუმანიანის დაბადების 150 წლის იუბილე აღინიშნა.
მწერალმა და მთარგმნელმა გივი შახნაზარმა აღნიშნა, რომ „ოვანეს თუმანიანის შემოქმედებასა და მოღვაწეობაში გამორჩეული ადგილი უკავია ქართველებისა და სომხების მეგობრობისა და ძმობის წარმოჩენის, ჩამოყალიბებისა და განმტკიცების საკითხს“ და დამსწრეებს ქართულ ენაზე თარგმნილი თუმანიანის ნაწარმოებები წარუდგინა.
საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, მაყვალა გონაშვილმა განაცხადა, რომ ფასდაუდებელი და შეუფასებელია ოვანეს თუმანიანის დამსახურება ქართულ-სომხური მეგობრობის განმტკიცებაში და მისი პიროვნება, ამ ორი ერის განუყრელი მეგობრობის დამაკავშირებელი ხიდია.
თუმანიანმა ძალიან ბევრი ლექსი მიუძღვნა საქართველოს. ამის ნათელი მაგალითია, ქართველი პოეტის და საზოგადო მოღვაწის, იოსებ გრიშაშვილის თარგმანები, რომლებიც ოვანეს თუმანიანის ლექსების ორიგინალებს არ ჩამოუვარდება.
ცნობილმა პოეტმა ბაღათურ არაბულმა წაიკითხა თუმანიანის ლექსი „საქართველოს პოეტებს“, რომელიც საქართველოს, სომხურ-ქართულ ურთიერთობებს და მეგობრობას ეძღვნება.
საიუბილეო ლიტერატურულ-მხატვრულ ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის წარმომადგენლები და „ოვანეს თუმანიანის სახლის“ ხელმძღვანელი გისანე ჰოვსეფიანი.
თბილისის სომხური ეკლესიის მგალობელთა გუნდის, „ჰაიარტუნ“-ის შესრულებით დარბაზში თუმანიანის შემოქმედების მიხედვით შექმნილი არნო ბაბაჯანიანის უკვდავი მელოდიები და სიმღერები გაჟღერდა.
ინფორმაციას ნინოწმინდის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.