პორტალმა “კვირამ” და “სითი ინსტიტუტი საქართველომ” მემორანდუმი გააფორმეს
28-08-2015, 11:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი საქართველომ” და საინფორმაციო-ანალიტიკურმა პორტალმა “კვირამ” თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელმომწერები პორტალ “კვირას” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ქეთევან ხოსიტაშვილი და ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი საქართველოს” თანადამფუძნებლები და დირექტორები მამუკა სალუქვაძე და არჩილ ბარბაქაძე არიან. თანამშრომლობის ფარგლებში, “კვირა” “სითი ინსტიტუტი საქართველოს” მიერ დაგეგმილ და ორგანიზებულ სხვადასხვა აქტივობებს გააშუქებს. თავის მხრივ კი, აღნიშნული ორგანიზაცია პორტალს სისტემატურად მიაწვდის მის ხელთ არსებულ ინფორმაციასა და ექსპერტულ მოსაზრებებს, ქვეყანაში ეკოლოგიური, ურბანული და არქიტექტურული კუთხით არსებული სიახლეებისა და პრობლემების შესახებ.

3ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი, არქიტექტორის დოქტორი, ურბანისტი მამუკა სალუქვაძე:
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის გადაწყვეტილება, ყველა ის უმთავრესი ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის სივრცითი მოწყობის, ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარების კუთხით ხორციელდება, ან უნდა განხორციელდეს, საჯარო გახდეს და შესაბამისად, საზოგადოებრივი განხილვის საგნად იქცეს. ამ მიზნის მისაღწევად, აუცილებელია ის სწორი ფორმით, შინაარსითა და განმარტებით მიეწოდოს საზოგადოებას. სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის დღეს გაფორმებული მემორანდუმი და პორტალ “კვირასთან” თანამშრომლობა. პორტალ “კვირას” უამრავი მკითხველი ჰყავს და ფაქტობრივად, ქალაქში მიმდინარე ყველა პროცესის პულსზე უდევს ხელი”.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი საქართველოა” ინიციატორი და კონსულტანტის რანგში მონაწილე, თბილისის მერიისა და გერმანიის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის “ფრაუნჰოფერის” ერთობლივი პროექტის – “მომავლის ქალაქი”, რომელიც დღეისათვის6დედაქალაქში მიმდინარეობს. როგორც “კვირას” “სითი ინსტიტუტი საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა არჩილ ბარბაქაძემ განუცხადა, პროექტ – „მომავლის ქალაქის“ ფარგლებში განიხილება და ანალიზი უტარდება ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს თბილისისთვის, როგორიცაა: ურბანული განვითარება და მართვა, შენობა-ნაგებობები და ინფრასტრუქტურა, ლოჯისტიკა, წარმოება, მობილურობა და ტრანსპორტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ასევე უსაფრთხოება.

 


“ეს მნიშვნელოვანი პროექტია ქალაქისთვის, რადგან თებერვლის თვეში, ანალიზის საფუძველზე კონკრეტული კონცეფციები უნდა დაიდოს ქალაქის განვითარების სხვადასხვა მიმართულებით”, – აღნიშნა არჩილ ბარბაქაძემ.

 


აღსანიშნავია, რომ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მონაწილეობას იღებს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების კონკურსში, სადაც მასთან ერთად, „მომავლის ქალაქი“-ს სახელწოდებით, პარტნიორულ საფუძველზე გაერთიანდნენ ცნობილი ფრანგული, გერმანული და ქართულ ორგანიზაციები და კომპანიები. თბილისისთვის უმთავრესი გეგმარებითი დოკუმენტის განახლების სამუშაოში, ცნობილ ქართველ კოლეგებთან ერთობლივად მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვეს გამოჩენილმა ფრანგმა ურბანისტმა, ქალაქმგეგმარებელმა და ლანდშაფტის არქიტექტორმა, „გრანდ პარიზის“ ერთ-ერთმა ავტორმა ალფრედ პეტერმა, გერმანულმა გიგანტმა ქალაქგეგმარებითმა და არქიტექტურულმა კომპანიამ  – „Albert Speer&Partner“, მსოფლიო მასშტაბის ურბანული და რეგიონალური ტრანსპორტის, საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის მგეგმარებელმა გერმანულმა კომპანიამ „DR.BRENNER Ingenieurgesellschaft MBH”, ურბანული განვითარების სფეროში მოღვაწე, გლობალურმა სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტებმა „Fraunhofer“ და GmbH „Steinbeis Beratungszentren.

 


საკონკურსოდ შექმნილ გაერთიანებაში – „მომავლის ქალაქი“, ქართველ პარტნიორებს წარმოადგენენ: ა(ა)იპ„სითი ინსტიტუტი საქართველო“, ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი „CENN”.

 


„კონკურსი საკმაოდ წარმომადგენლობითია. დაახლოებით 11-მა ორგანიზაციამ შეიტანა განაცხადი. მათგან შემდეგ ეტაპზე, განთესვის შემდეგ შეირჩა 6 ორგანიზაცია, რომელმაც სრულად დააკმაყოფილა საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ჩვენმა ორგანიზაციამ სწორედ გუშინ, პრეზენტაციის სახით წარადგინა საკუთარი ხედვა, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ თბილისის გენგეგმის განახლების პროცესს. წინ ბევრი საინტერესო პროექტი და გეგმა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ისინი წარმატებულად განხორციელდება. რაც მთავარია, ამ ყველაფერში პორტალ „კვირას“ საინფორმაციო მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენი შორის მეტად მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა შედგება“ – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

2

5

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი