მძიმედ დაჭრილი შს მინისტრის ყოფილი მოადგილე და გარდაცვლილი მისი ნათესავი - ოქროყანის ინციდენტის დეტალები უცნობია
28-08-2015, 15:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოქროყანაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი მძიმედ დაიჭრა. დაჭრილს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. აღნიშნულ ინფორმაციას „აფხაზეთის ხმა" ავრცელებს.

 


„აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, დაჭრილია შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, გენერალ-მაიორი, ხოლო დაღუპულია მისი ახლო ნათესავი.

 

 

როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაჭრილი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გენერალ-მაიორი ლევან გვაზავაა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალდამცველთა დაცვის ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრია. ის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება. ოქროყანაში მომხდარი ინციდენტის დროს მოკლული ყოფილი პოლიციელი, რევაზ კალომლეწავია, რომელიც ლევან გვაზავას ახლო ნათესავია.

 


გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავში მიაყენეს, ხოლო დაჭრილს ტყვია ასევე თავში მოხვდა, მას ყბა-სახე აქვს დაზიანებული.



შემთხვევა ოქროყანაში დაახლოებით ერთი საათის წინათ მოხდა. დაპირისპირების დეტალები და მოტივი ამ დრომდე დაუდგენელია.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი