„ჰერიტიჯის ფონდის“ დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი გამოდის ინიციატივით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ჯარები, რომლებიც სირიას ტოვებენ, საქართველოში, კერძოდ ახალქალაქში განთავსდეს და „ჰორიზონტს მიღმა“ განთავსებულ ძალად იქცეს იმისთვის, რომ „ისლამური სახელმწიფოს" აღდგენის შემთხვევაში რეაგირება სწრაფად მოახდინოს.
"შემოთავაზება: აშშ-ის ჯარები, რომლებიც სირიას ტოვებენ, შესაძლებელია გაიგზავნოს საქართველოში და გახდეს "ჰორიზონტს მიღმა" განთავსებული ძალა, რათა ISIS-ის რეაბილიტაციის შემთხვევაში მოხდეს სწრაფი რეაგირება. აშშ-ს შეუძლია ახალქალაქის ძველი რუსული ბაზის გამოყენება, რომელიც სულ რაღაც 460 მილით (740 კმ)არის დაშორებული რაქიდან. ახლა საქართველო უფრო მეტად საიმედოა, ვიდრე ერაყი", - წერს ლუკ კოფი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.