ქუთაისი უნდა გახდეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრი, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობასთან გამართულ აქციაზე.
„სამთავრობო კომპლექსში, რომელიც გარშემოა, უნდა გაიხსნას მსოფლიო ინოვაციების ცენტრი, აქვე უნდა განლაგდეს სტარტაპების, ტექნოპარკების, საგრანტო სისტემების დაწესებულები და აქვე გადმოვა ქუთაისის ტექნოლოგიების უნივიერსიტეტი თავისი საერთო საცხოვრებლით, ხოლო იქ მყოფ სტუდენტებს მიეცემათ სახელმწიფო სტიპენდიები და ქუთაისიდან დამთავრდება სწავლაში ფულის გამორთმევა, სწავლაში ბიზნესის კეთება, რითაც დაკავებულია ეს რეჟიმი. ქუთაისი მსოფლიოს სიამაყეა. აქ დაიბადა აარაერთი პლანეტარული მასშტაბის მოღვაწე და მოაზროვნე“ , – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.