წლის ბოლომდე დუშეთს საზოგადოებრივი ცენტრი და ქორწინების სახლი ექნება − მიმდინარე მშენებლობები იუსტიციის მინისტრმა მოინახულა
25-10-2019, 18:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დუშეთის მშენებარე საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა და  სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. იუსტიციის მინისტრთან ერთად დუშეთში იმყოფებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ სანიკიძე და იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა სსიპების ხელმძღვანელები.
 


დუშეთის საზოგადოებრივი ცენტრი 200-მდე სოფლის 20 ათას მოქალაქეს მოემსახურება. ადგილობრივი მოსახლეობა სოფლიდან და დაბიდან გაუსვლელად შეძლებს სახელმწიფო და კერძო სექტორის მომსახურების სწრაფად და კომფორტულ გარემოში მიღებას. ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც, რაც პენსიონერებს დუშეთიდან გაუსვლელად − პენსიის მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სტუმრებიც ისარგებლებენ ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურებით, მობილური ოპერატორის საშუალებით სამყაროსთან  24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით. ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული. დუშეთის საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკა ყველა დანარჩენი საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკაზე უფრო დიდ ფართს მოიცავს და მის სივრცეში ღონისძიებების  მოწყობაც იქნება შესაძლებელი.
 


საზოგადოებრივ ცენტრთან ერთად, დუშეთში ქორწინების სახლიც გაიხსნება. ამ დრომდე დუშეთის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა. წყვილებს შეეძლოთ, მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დუშეთის ტერიტორიული სამსახურისთვის მიემართათ, სადაც ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო რიტუალის გარეშე მიმდინარეობდა, თავად ტერიტორიული სამსახური კი ძველ საბჭოთა ფართში იყო განთავსებული.  მშენებლობის დასრულების შემდეგ წყვილებს ექნებათ საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმონ დუშეთის საზოგადოებრივი ცენტრის მაღალი სტანდარტის დიზაინით მოწყობილ ქორწინების სახლში, სადაც მათ სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით მოწყობილი სივრცე, სვეტებიანი ტერასა და სკვერი დახვდებათ.
 


დუშეთის საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. მისი რეკონსტრუქციის პროექტი არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანს ეკუთვნის.  სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აგრომშენსერვისი“ აწარმოებს.
 


დუშეთის საზოგადოებრივი ცენტრი წლის ბოლომდე გაიხსნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი