ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში იენს სტოლტენბერგს შეხვდა
25-10-2019, 18:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბელგიის სამეფოში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრის რანგში ირაკლი ღარიბაშვილმა პირველად გამართა ორმხრივი შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. მინისტრმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ურყევი მხარდაჭერისთვის ალიანსის პირველ პირს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეხუთე ვიზიტი საქართველოში შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ალიანსის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირებაა.  

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ორმხრივ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გააჟღერა საქართველოს მთავრობის მიდგომა ნატოსთან ყველა არსებული მექანიზმის წარმატებულ იმპლემენტაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP), როგორც თანამშრომლობის მთავარი ინსტრუმენტი,  საქართველოს ალიანსის წევრობისთვის ამზადებს. მისივე თქმით, თავდაცვის უწყება განაგრძობს ტრანსფორმაციის პროცესს, რაც ნატოსთან ურთიერთთავსებადობის კიდევ უფრო გაზრდას და აგრესიის შესაკავებლად თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.   

 

 

შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურა და ნატოს ეგიდით „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს კონტრიბუციაც იყო.  ნატოს გენერალურ მდივანთან საუბრისას მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი და მსოფლიო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში ალიანსის ერთ-ერთი ახლო პარტნიორი ქვეყანა, აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება და საერთაშორისო უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას ავღანეთში ამჟამად არსებული კონტინგენტის რაოდენობით განაგრძობს.  

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი