ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები ბრიტანელ კოლეგასთან საუბრით დაასრულა. ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის ბენ უალესს მადლობა გადაუხადა და ყურადღება სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებაზე გაამახვილა.
ნატოს თავდაცვის და შეკავების პოლიტიკის კონტექსტში მინისტრებმა უსაფრთხოების გარემოსა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე იმსჯელეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიტანელ კოლეგას ნატოსთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის შესაბამისად თავდაცვის სფეროს რეფორმირების პერსპექტივები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის გაერთიანებულ სამეფოსთან ეფექტიანი ურთიერთობა თავდაცვის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სხვადასხვა ინიციატივის, მათ შორის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და JTEC-ის განვითარებაში გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერაზე.
კოლეგებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაჭრილი სამხედროების მხარდაჭერის პროცესში დიდი ბრიტანეთის როლზე გაამახვილა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო მრავლისმომცველი გახდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.