საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი ტარიელ გელანტია დღეს, გერმანიაში დაკრძალეს. ხობის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, ტარიელ გელანტიას სულის მოსახსენიებელი ლოცვა აღევლინა. ხოლო, ცოტნე დადიანის სახელობის სკვერში სამგლოვიარო მიტინგი გაიმართა.
ტარიელ გელანტიას ხსოვნას პატივი მისმა მეგობრებმა, ახლობლებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიაგეს. სამგლოვიარო მიტინგს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილეები ესწრებოდნენ.
„საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა პლეადას კიდევ ერთი ღირსეული მამულიშვილი გამოაკლდა. ბატონი ტარიელი სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული და პიროვნული ღირსებებით გამორჩეული ადამიანი იყო. ის, მტკიცედ იდგა საქართველოს სადარაჯოზე და აქტიურად უჭერდა მხარს ზვიად გამსახურდიას ეროვნულ იდეალებს. გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას სამაგალითო ადამიანის, ტარიელ გელანტიას გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, თანამოაზრეებს და ხობს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბატონი ტარიელის სული!“ - აღნიშნა მერმა.
ტარიელ გელანტია 1978-1990 წწ. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო პოლიტიკური ეკონომიკის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, დოქტორი; 1983-1990 წწ. 1991-1992 წწ. საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, ხობის საარჩევნო ოლქი, პრეზიდიუმის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე (1991-1992); ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.