მართლწესრიგის ოფიცრებმა თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებთან ბულინგისა და ძალადობის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
26-10-2019, 12:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ძველი თბილისის რაიონის მართლწესრიგის ოფიცრებმა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა გამართეს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები და მანდატურები. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.
მართლწესრიგის ოფიცრები, მანდატურებსა და ფსიქოლოგებთან ერთად, მოზარდებს ბულინგის თემაზე ესაუბრნენ და აღნიშნული პრობლემის ერთობლივად გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. სამართალდამცველებმა მოსწავლეებს გააცნეს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის მნიშვნელობა და თავიანთი მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენცია სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მოიცავს არასრულწლოვნებსა და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მათზე რეაგირებას, ასევე, ამ დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას. მართლწესრიგის ოფიცრები სკოლის მოსწავლეთა საინფორმაციო და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული. ისინი სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი