თეა წულუკიანი: „ჩვენ ოკუპაციას ვუპირისპირებთ მშვიდობიან, მაგრამ პრინციპულ პოლიტიკას“
26-10-2019, 15:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოგვეთხოვება მაღალი ხარისხის სერიოზულობა, თანმიმდევრულობა და რაც მთავარია პასუხისმგებლობა, რომ ვებრძოლოთ ოკუპაციას და ეს გავაკეთოთ ისე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ აღმოჩნდეს რაიმე ტიპის რისკის ქვეშ, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 


როგორც მინისტრმა აღნიშნა, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გააქტიურებულია ყველა ფორმატი.

 


„რუსეთი მრავალი წელია, აქტიურია ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ახალი ღობეების თუ კონსტრუქციების გავლება ეტაპობრივად მათი მხრიდან ხან როდის ხდება, ხან როდის. ეს არ არის ახალი ამბავი. ეს არის მისი მიზანმიმართული საოკუპაციო პოლიტიკის გამოხატულება და პირდაპირი შედეგია თუნდაც ატოცში ამგვარი საქმიანობის კანონსაწინააღმდეგო და ჩვენი კონსტიტუციის საწინააღმდეგო საქმიანობის, ეს თუნდაც 2008 წლის ომის პირდაპირი შედეგია. ჩვენ ოკუპაციას ვუპირისპირებთ მშვიდობიან, მაგრამ პრინციპულ პოლიტიკას. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციებს, ვებრძვით რა ოკუპაციას. ამ ქვეყანაში არავის აქვს უფლება, დაგვავიწყდეს, რომ საოკუპაციო ხაზთან, ამ სოფლებში ცხოვრობს მშვიდობიანი მოსახლეობა. მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხდება ჩვენი სამართალდამცავების მხრიდან და გააქტიურებულია ყველა ფორმატი. რთული პრობლემაა, ტრაგედიაა. ჩვენს ქვეყანაში არის ყველაზე დიდი ბოროტება, რასაც ოკუპაცია ჰქვია, ამიტომაც მოგვეთხოვება მაღალი ხარისხის სერიოზულობა, თანმიმდევრულობა და რაც მთავარია პასუხისმგებლობა, რომ ვებრძოლოთ ოკუპაციას, სანამ არ მივაღწევთ დეოკუპაციას და ეს გავაკეთოთ ისე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ აღმოჩნდეს რაიმე ტიპის რისკის ქვეშ და რაიმე ტიპის პროვოკაციის მსხვერპლი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი