27 ოქტომბრის შუალედური არჩევნების ყველა პროცედურა დასრულებულია. არჩევნები შვიდივე საარჩევნო უბანზე მშვიდ გარემოში და კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა.
სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და საარჩევნო სუბიექტების უფლებამოსილ წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად დაკვირვებოდნენ მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესს და შემდეგ უკვე ხმის დათვლის პროცედურებს.
ყველა შემაჯამებელი ოქმი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე results.cec.gov.ge.
საკრებულოების შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები შემდეგია:
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი №15.03 (ლაგოდეხი - 4 საარჩევნო უბანი):
№2 მალხაზი მელაშვილი, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“– 14.71% (347 ხმა)
№40 დავითი ბეგლარაშვილი, „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ – 0,89 % (21 ხმა)
№41 ომარი შველიძე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 84,4 % (1991 ხმა)
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი №38.03 (ადიგენი - 1 საარჩევნო უბანი):
№41 ზურაბ ფეიქრიშვილი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 100 % (875 ხმა)
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი №65.11 (მარტვილი - 2 საარჩევნო უბანი)
№41 რობერტ კაკულია, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 100 % (549 ხმა)
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.