კახა კალაძე ჯანდაცვის მინისტრის პრეზენტაციას დაესწრო
28-10-2019, 14:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის,  ეკატერინე ტიკარაძის მიერ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების პრეზენტაციას დაესწრო. პრეზენტაციაზე, სახელწოდებით „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“,  მინისტრმა რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.   

 

 

კახა კალაძის განცხადებით, მინისტრის მიერ წარმოდგენილი ხედვა საინტერესოა და ის  ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.  

 

 

“ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა დაანონსდა ჯანდაცვის მიმართულებით.  დავიწყოთ იმით, რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით და  ბევრ ადამიანს დავეხმარეთ. იცით, რომ ასი ათასობით ადამიანმა ისარგებლა ამ რეფორმით და  პროგრამებით, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მხრიდან იყო მიწოდებული. თუმცა, ვფიქრობ, ეს საკმარისი არ არის და ჯანდაცვის პროგრამები კიდევ უფრო მეტად უნდა დაიხვეწოს. დღევანდელ პრეზენტაციაზე საუბარი იყო პირველად ჯანდაცვაზე, წარმოდგენილი იყო ის ახალი ტექნოლოგიები, რომელიც, ფაქტობრივად, ყველა რაიონში განთავსდება და ყველას ექნება საშუალება, პრევენციის მიზნით გაესინჯოს. საუბარი იყო, ასევე, დაფინანსებაზე, როდესაც ადამიანებს, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ჯიბიდან უწევთ მკურნალობის დაფინანსება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა ეს ფინანსური ტვირთი ადამიანებზე კიდევ უფრო შევამციროთ.  ზოგადად, მინისტრის მიერ წარმოდგენილი ხედვა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. სახელმწიფოს თანადგომით ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი