ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ, გამგებლის მოადგილემ ვასილ ჩხენკელმა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ამირან კინწურაშვილმა ხონში მდებარე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს მარიამობის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრად ტკბილეული მიუტანეს.

„წმინდა მარიამის წილხვედრი ქვეყნის შვილები ვართ ყველანი, გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს და გისურვებთ ამ დღის მადლი არასოდეს მოგკლებოდეთ. ჩვენ მუდამ მზად ვართ დახმარების ხელი გამოგიწოდოთ, თქვენთან ერთად გავიზიაროთ ლხინიც და გაჭირვებაც“, განუცხადა მოზარდებს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ჯემალ მებუკემ.
ხონის გამგეობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში ამჟამად სხვადასხვა ასაკის 7 აღსაზრდელია. ბავშვები საბაზისო განათლების გარდა ეუფლებიან ხელოვნებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობებს.
ღონისძიება გამგეობის სოციალური სამსახურის ინიციატივით განხორციელდა და მსგავსი სახის აქციები მომავალშიც იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.