წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობას მიმდინარე წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
28-10-2019, 15:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა მოსახლეობას მიმდინარე წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

 


საჯარო შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე, მერის მოადგილეები, მრჩევლთა საბჭოსა და ახალგაზრდული საკრებულოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები და რიგითი წყალტუბოელები ესწრებოდნენ.

 


საჯარო შეხვედრაზე მერმა ისაუბრა როგორც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ძირითად მიღწევებზე, გამოწვევებსა და გეგმებზე, ასევე მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვის პროგრამებზე, ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში არსებულ ვითარებაზე.

 

 

 

 

განახლებული შადრევნები, დევნილთა მშენებარე საცხოვრებელი კორპუსები, რეაბილიტირებული გზები, განახლებული სკოლები და ბაღები, - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელზეც მუნიციპალიტეტის მერმა ყურადღება გაამახვილა. აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოსახლეობის ჯანდაცვაზე.

 


მერის ანგარიშით, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მიმდინარე წელს ჯამი 20 მლნ. ლარი დაიხარჯა. 9 თვის მონაცემებით, დასრულებულია 60 პროექტი.

 

 

რეაბილიტირებულია 15 საჯარო სკოლა, განახლებულია 3 საბავშვო ბაღი და 6 სოფლის ამბულატორია, მიმდინარეობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა ქალაქ წყალტუბოში, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა სოფელ წყალტუბოში, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყება სოფელ გეგუთში.

 


,,მნიშვნელოვანია, რომ ღია დიალოგის რეჟიმში მოსახლეობას გავაცნოთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა გაკეთდა, როგორ მოხდა პრიორიტეტების განსაზღვრა და რა იგეგმება მომავალში, 2019 წელს საბიუჯეტო რესურსიდან გამომდინარე, ყველა პრობლემის ერთიანად მოგვარება შეუძლებელია, თუმცა მომავლი წლიდან სწორედ მოსახლობასთან შეხვედრების დროს დასმული საკითხების მიხედვით, ადგილობრივებთან კონსულტაციებით მოხდება კონკრეტული პროექტების განხორციელება" - აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი