საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აშშ-ის ვებსტერის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რის საფუძველზეც ვებსტერის უნივერსიტეტი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით, საქართველოში ბიზნესის, კომუნიკაციების, ტექნოლოგიებისა და სხვა დარგებში საკუთარ პროგრამებს განახორციელებს.
მემორანდუმის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოში ვებსტერის უნივერსიტეტის ჩამოყალიბება, რაც საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას შეუწყობს ხელს.
აშშ-სა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების მოზიდვა განათლების კომპლექსური რეფორმის პრიორიტეტია, რაც საქართველოს რეგიონის საგანმანათლებლო ჰაბად აქცევს.
აღსანიშნავია, რომ ვებსტერის უნივერსიტეტის პროგრამები მსოფლიოს ისეთ ქვეყნებში ხორციელდება, როგორებიცაა: ავსტრია, ჰოლანდია, შვეიცარია და საბერძნეთი.
თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია საქართველოს უმაღლესი განათლების სექტორში, ქვეყნის ეკონომიკური ბაზრის საჭიროებებიდან გამომდინარე, სპეციალური პროგრამების შემუშავება და განვითარება; უმაღლესი განათლების სფეროს სხვადასხვა პროგრამის შემუშავებაში უცხოელი ექსპერტებისა და ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება და სხვა.
მემორანდუმს ხელი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ვებსტერის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ჯულიან შუსტერმა მოაწერეს.
ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.