ჰაკერს კარგი იუმორი ჰქონია, ვინაიდან, მიშას დაბრუნების შიში ისედაც არსებობს და ახლა მაღალჩინოსნებს კომპიუტერებში მიუვიდათ, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ დღეს განხორციელებულ კიბერშეტევაზე საუბრისას.
„ეს არის კურიოზული, ვინაიდან სახელმწიფო უწყებებში შეშინებული არიან. ჰაკერს კარგი იუმორი ჰქონია, ვინაიდან, მიშას დაბრუნების შიში ისედაც არსებობს და ახლა კომპიუტერებში მიუვიდათ, მაღალჩინოსნებს ვგულისხმობ. ეს მათმა „ტროლების ფაბრიკამ“ გააკეთა, რათა შემდეგ გადაბრალება იყოს ვინმეზე. თქვან, რომ ეს გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან მიშამ უკრაინიდან. მე ვიტყვი, რომ ეს არის ჩემი ორგანიზებული. ჩავიდინე სახელმწიფო მნიშვნელობის დანაშაული. ვინაიდან თქვეს, რომ მეუფე იაკობი ნასვამი იყო და ამის გამოძიებას არ დავიწყებთო, თუ ნასვამობაა ალიბი, ვიტყვი, რომ ჩემი ჰაკერული თავდასხმა მოხდა. ვიდრე დილით ამას გავაკეთებდი, ორი ჭიქა არაყი დავლიე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.